Thumbnail
  • უეფამ ფინალური მატჩის განსჯა ნიდერლანდელ მსაჯებს დაავალა
  • ბიორნ კუიპერსი უეფას ეგიდით გასამართ რიგით მე-8 ფინალს იმსაჯებს

11 ივლისს ''უემბლიზე'' ინგლისის ნაკრები იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ეცდება.

უეფამ ფინალური მატჩის მსაჯები დანიშნა. შეხვედრას ნიდერლანდელი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი არბიტრი ბიორნ კუიპერსი იქნება, რომელიც უეფას ეგიდით გასამართ რიგით მე-8 ფინალს იმსაჯებს. კუიპერსმა 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის მადრიდული ფინალი იმსაჯა, ხოლო 2013 და 2018 წლებში ევროპალიგის ფინალებზე იმუშავა.

კუიპერსს გვერდითა არბიტრებად სანდერ ვან როეკელი და ერვინ ზეინსტრა ეყოლება, მეოთხე მსაჯი ესპანელი კარლოს დელ სერო გრანდე იქნება. ვიდეორეფერიზე გერმანელი ბასტიან დანკერი იმუშავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები