Thumbnail

5-წლიანი კონტრაქტი - მილანმა სანდრო ტონალი გამოისყიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სანდრო ტონალიმ მილანთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 21 წლის ფეხბურთელზე "როსონერიში" დიდ იმედს ამყარებენ

მილანმა ბრეშადან სანდრო ტონალის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა და ნიჭიერ იტალიელი ნახევარმცველი ამიერიდან "როსონერის" სრულეფლებიანი ფეხბურთელია.

გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, ხოლო ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ინფორმაცია "შავ-წითელთა" ვებგვერდმა გაავრცელა.

სანდრო ტონალი მილანს 2020 წელს ბრეშადან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩიც ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. იტალიელი ფეხბურთელი ბრეშას აკადემიის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2017-2020 წლებში 89 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრებში კი 4 თამაში აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები