Thumbnail

ახალი კონტრაქტი ნაჩოს - ესპანელი მცველი მადრიდის რეალში რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ნაჩოს მთლიანი კარიერა მადრიდის რეალში აქვს გატარებული
  • ესპანელი მცველი სამეფო კლუბში კიდევ ორი წლით დარჩება

მადრიდის რეალმა ნაჩო ფერნანდესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ესპანელი მცველი "სამეფო კლუბის" რიგებში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

31 წლის ფეხბურთელს საფეხბურთო კარიერა მადრიდის რეალში აქვს გატარებული. 2013 წელს იგი ახალგაზრდული გუნდიდან პირველ გუნდში დააწინაურეს. მიუხედავად იმისა, რომ მას რეალში ხშირი სათამაშო დრო არ ეძლევა, როგორც ჩანს, ნაჩოს კარიერის სხვაგან გაგრძელება არ სურს.

"მადრიდის რეალმა და ნაჩო ფერნანდესმა მიაღწიეს შეთანხმებას ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, რომელიც მას კლუბთან მომავალი ორი სეზონის განმავლობაში, 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

ნაჩოს მადრიდის რეალთან ერთად მოგებული აქვს 4 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი და კოპა დელ რეი. ესპანელმა მცველმა ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები