Thumbnail

შეთანხმებასთან ახლოს - ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დიდი ხნით რჩება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის ენრიკეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ენდობიან
  • 51 წლის მწვრთნელი ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის ენრიკეს მუშაობით კმაყოფილია და მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ გამოცემა "ასი" წერს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ახლოსაა ლუის ენრიკესთან შეთანხმებასთან.

"ფურია როხას" დამრიგებელს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა მისი განახლების შემდეგ ნაკრებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და გუნდს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ათამაშებს.

ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ს ნახევარფინალში, იტალიასთან პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, 51 წლის სპეციალისტის მუშაობით ესპანეთში სავსებით კმაყოფილები არიან.

ლუის ენრიკე და მისი სტაფი კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებენ

ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, 2 სექტემბერს, შვედეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ესპანელები შესარჩევ ჯგუფს 3 თამაშში მოპოვებული 7 ქულით ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნის, თუმცა 2019 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, პოსტი პირადი პრობლემების გამო დატოვებული ჰქონდა და გუნდში 2019 წლის მარტში დაბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები