Thumbnail
  • გაგრა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სუტიესკას შეხვდება
  • გაგა კირკიტაძის, გიორგი ვეკუას და ლევან მეტრეველის კომენტარები მატჩის წინ

საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული გაგრა უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროში სუტიესკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ, ფეხბურთელმა გიორგი ვეკუამ და გენერალურმა მენეჯერმა ლევან მეტრეველმა კომენტარი გააკეთეს. მათი თქმთ, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობას საპასუხო შეხვედრა გაარკვევს, რომელიც თბილისში, ერთ კვირაში გაიმართება.

გაგა კირკიტაძე (გაგრას მთავარი მწვრთნელი): "ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ და სწორი მიმართულებით მივდივართ. სუტიესკა მონტენეგროში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროტურნირების დიდი გამოცდილებით. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ორგანიზებული როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. კარგად ვიცით, რას ნიშნავს, არ ითამაშო საკუთარ ქალაქსა და საკუთარ მოედანზე. ფეხბურთი ბევრი კომპონენტისგან შედგება. ამ ეტაპზე სათამაშო ტონუსში ვართ, მაგრამ მეტოქე დასვენებული გვხვდება. ეს კარგია თუ ცუდი, თამაშში გამოჩნდება. რაც შეეხება შედეგს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი თბილისში გადაწყდება".

გაგრას პირველი ვარჯიში სუტიესკასთან მატჩამდე
📸 | გაგრა

გიორგი ვეკუა (გაგრას ფეხბურთელი): "პროფესიონალები ვართ და შესაბამისად, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. თუმცა, პროგნოზისგან თავს შევიკავებ და მიმაჩნია, რომ ყველაფერი თბილისში, მეორე შეხვედრაში გადაწყდება".

ლევან მეტრეველი (გაგრას გენერალური მენეჯერი): "ჩვენი მიზანია კონფერენსლიგაზე კარგად გამოსვლა, მაგრამ მთავარი მიზანია ეროვნულ ლიგაში აღზევება და ამისთვის ყველა რესურსს ვიყენებთ. შესაბამისად, ეს რესურსი და ინვესტიციები გაგრძელება, რომ მეტი შევძლოთ - ეროვნულ ლიგაში დაწინაურება, იქ ადგილის შენარჩუნება და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა".

შეგახსენებთ, რომ გაგრა - სუტიესკას მატჩი 8 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ ავივის მაკაბის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები