Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა დანიის ნაკრები 2:1 და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც იტალიას დაუპირისპირდება.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. საოცარი შესაძლებლობა მქონდა, ამ სიტუაციის, ამ საღამოს ნაწილი ვყოფილიყავი. ვიცოდით, რომ იოლად არაფერი მოხდებოდა. წინა მატჩი რომში ასე იოლი იყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ მათ გამძლეობა ჰმართებდათ, რადგან თამაშში აუცილებლად იქნებოდა იმედგაცრუებებიც.
ბევრი დანიას სათანადოდ არ აფასებს, ამ გუნდმა იბრძოლა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ჰარი კეინი - არ არსებობს, უკეთესი ვარიანტი მწვრთნელისთვის, მაგრამ პენალტის მომენტში მისი მეტოქეც დიდი ფეხბურთელი იყო. საბედნიეროდ, გოლი მაინც გავიდა. 

გვსურდა, ჩვენი ერისთვის ახალი საფეხბურთო მოგონებები, რაც შევძელით. გვიხარია, რომ ვართ ფინალში. ახლა რჩება ერთი, ძალიან დიდი წინაღობა. იტალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. იტალიელები დაცვითი მებრძოლები არიან, რომელთაც ყველანაირი ტანჯვის გამოვლა შეუძლიათ. წინ დიდი მატჩი გველის. ფინალი იმისთვის არის, რომ მოიგო. გადავჯგუფდებით და მოვემზადებით სათანადოდ. ახლა ფიზიკური და გონებრივი დასვენება გვესაჭიროება. მესმის, რომ ეს იტალიასაც დასჭირდებოდა, მაგრამ მათ ერთი დღით მეტი აქვთ მოსამზადებლად". 

📺 ინგლისი v დანია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები