Thumbnail

დავით ხოჭოლავას ავტოგოლი და გუნდური ჩხუბი უკრაინულ კლასიკოში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კიევის დინამო 2:1 შახტარი
  • დავით ხოჭოლავამ ავტოგოლი მიითვალა

უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში წინასწარ გაჩემპიონებული შახტარი კიევის დინამოს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ამ უმოტივაციო თამაშში ანტიგმირი, სამწუხაროდ, ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა გამოდგა, რომემლაც 1:1-ზე გადამწყვეტი გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 

ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. ბოლო წამებზე ამ შეხვედრაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, შახტარის ფეხბურთელის უხეშობას ლამის ჯგუფური ჩხუბი მოყვა. ქართველი მცელი ეპიზოდში მხოლოდ აშველებდა მხარეებს და კონფლიქტში არ ჩარეულა. 

გუნდური ჩხუბი

აპრილში ამ გუნდების შეხვედრაშიც ხოჭოლავას უხეშ შეცდომას შახტარის კარში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ პირველივე სეზონში შახტარის რიგებში ოქროს დუბლი მიითვალა - ჩემპიონობა და უკრაინის თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები