Thumbnail

რაგბი | გურამ პაპიძემ ფრანგულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

24 წლის ქართველი მორაგბე გურამ პაპიძე კარიერას საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ლა როშელში გააგრძელებს. ტოპ 14-ისა და ჩემპიონთა თასის გასული სეზონის ფინალისტმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ლეგიონერთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ქართველი მარჯვენა ბურჯი ნევერიდან მოდის, სადაც 3 სეზონი გაატარა. მას ნევერელთა მაისურით პრო დ2-ში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 27 ბოლო სეზონზე მოდის. პაპიძე 13 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 3 ლელო დადო. მან ფრანგული კარიერა ლიონში დაიწყო, 2016-17 წლების სეზონში კი საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მაისურით ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა”, - ვკითხულობთ ლა როშელის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული გრანდი შემადგენლობის გადახალისების პროცესშია და პაპიძის გარდა, კიდევ 5 მორაგბე დაიმატა: ფრანგები ჯონატან დანტი, რემი პიკე და პიერ პოპელინი, ფიჯელი ენერიკო ბულირუარუა და არგენტინელი ხოელ სკლავი. შეგახსენებთ, რომ როგორც ტოპ 14-ის, ასევე ჩემპიონთა თასის გადამწყვეტ მატჩებში, ლა როშელი ტულუზთან, შესაბამისად, 8:18 და 17:22 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები