Thumbnail

მიუხედავად ქვეყანაში შესვლაზე დიდი შეზღუდვებისა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს ინგლისისა და დანიის ნაკრებ გუდნებს შორის მაინც ბევრი დანიელი ქომაგი დაესწრება. როგორც დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა იაკობ იენსენმა განაცხადა, “უემბლიზე” დაახლოებით 8 000 დანიელი იქნება. მატჩის ბილეთები მხოლოდ იმ დანიელებმა მიიღეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ დანიიდან ჩასული ქომაგები მატჩს ვერ დაესწრებოდნენ, რადგან ინგლისში კორონავირუსის ახალი დელტა-ვერსიის გამო დიდი შეზღუდვებია - სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ბრიტანეთში შესვლის შემდეგ კარანტინი უწევთ, ჩეხეთთან მეოთხედფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი დრო კარანტინისთვის საკმარისი არ იქნებოდა.

1992 წლის ტრიუმფის შემდეგ დანიის ნაკრები პირველად იბრძოლებს დიდი ტურნირის ფინალში გასასვლელად. აღსანიშნავია, რომ ‘უემბლიზე’ დღეს დაახლოებით 60 000 ქომაგი დაიშვება. აქედან მხოლოდ 8 000 იქნება დანიელი.

კომენტარები

ბოლო ამბები