Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან ვეღარ ითამაშებს
  • კორონავირუსის გამო, ნაკრებებს შორის მეორე ტესტი ჩაიშალა

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა.

გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, იოჰანესბურგში დაგეგმილი თამაში აღარ შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური სპეციალისტები ზრუნავენ. მათ მდგომარეობაზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

SKY SPORTS-ის ინფორმაციით, სამხრეთაფრიკელთა ბანაკში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ბორჯღალოსნებში 3 მორაგბე და ერთ-ერთი მწვრთნელია ინფიცირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები