Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და პირველი ფინალისტი გახდა. მატჩის შემდეგ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ესპანეთის ნაკრები დაბრუნდა.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი გვქონდა. უკეთესები ვიყავით და ვერ მოვიგეთ პენალტებამდე დეტალების გამო. 9-წლიანი წარუმატებლობის შემდეგ ესპანეთი დაბრუნდა. ჩვენ მეტოქეზე მეტად ვცდილობდით თამაშიდან მოგებას, ისინი კი პენალტებს ელოდებოდნენ. ახლა დეტალები უნდა გავაანალიზოთ. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გვყავს ვეტერანები და მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც გაგვახარებენ. ჩვენს გუნდს ტაში უნდა დავუკრათ, რადგან უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს.

ესპანეთში ბევრი ადამიანია, რომლებიც ამაყობენ თავისი გუნდით. მადლობა გადავუხადე მორატას და ჩავეხუტე. იტალიელები მოწადინებული იყვნენ პენალტების სათამაშოდ და ჩვენ კიდევ გვინდოდა თამაში. უნდა ვიამაყოთ იმით, რაც ვნახეთ. ჩემს გუნდს 9 ქულით შევაფასებდი. ყველა ძალიან კარგი, ისინიც, ვინც ცოტას თამაშობდნენ. მათ რაღაც დამატებითი მოგვცეს. ეს ნაკრები გაიზარდა, ვაპირებდით ისეთი გუნდის შექმნას, რომლითაც ფანები იამაყებდნენ და ეს მოვახერხეთ.

პენალტების შემსრულებლები? 6 კანდიდატი იყო და მათ ვკითხე აზრი. ვუთხარი, რომ არ ენერვიულათ შეცდომის დაშვებაზე. დანი ოლმომ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარა, რაღაც უჩვეულო. ვინმემ ნახა რა გააკეთა პედრიმ? 18 წლის ბიჭმა? რაღაც არანორმალური! მსგავსი არავისგან მინახავს, არც ინიესტასგან.

ძალიან კარგი თამაში იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ამ ევროპის ჩემპიონატზე. არაფერს ვნანობ, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა. ვიმედოვნებ, იტალია ფინალში შესანიშნავად ითამაშებს, რადგან ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ"

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე პირველად მოახერხა პლეი ოფში თუნდაც ერთი ბარიერის გადალახვა 2012 წლის შემდეგ. ამ პერიოდში "ფურია როხა" დიდ ტურნირებს ყოველთვის პლეი ოფის საწყის სტადიაზე ეთიშებოდა, ან ჯგუფში რჩებოდა".

კომენტარები

ბოლო ამბები