Thumbnail

ესპანეთის ნაკრების მარცხს ბარსელონას მცველი ჟერარდ პიკე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. პიკემ დაწერა, რომ პენალტების სერიაში უპირატესობა იმ გუნდებს აქვთ, რომლებიც სერიას იწყებენ და ეს სამართლიანი წესი არ არის:

"შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე პენალტების სერია ოთხივე შემთხვევაში იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებიც პირველ პენალტს ასრულებენ. სტატისტიკა ამბობს, რომ პირველს უფრო მეტი არჩევანი აქვს და ეს მსგავს გათამაშებაში სამართლიანად არ მიმაჩნია", - დაწერა პიკემ სოციალურ ქსელში.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიასთან პენალტების სერია დაიწყო, თუმცა, მაშინ "ფურია როხას" ყოფილ მცველს პროტესტის გრძნობა არ გასჩენია. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს ინგლისის ან დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები