Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკის ნაკრების რიგებში კორონავირუსით 10 ადამიანი დაინფიცირდა
  • SKY SPORTS წერს, რომ საქართველოს ნაკრებში 4 ინფიცირებულია

''ბორჯღალოსნებსა'' და სამხრეთ აფრიკას შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი, შესაძლოა, ვეღარ ჩატარდეს.

მიზეზი კორონავირუსია. SKY SPORTS-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 4 წევრის (3 მოთამაშე და ერთ-ერთი მწვრთნელი), ასევე ‘სპრინგბოქსის’ ოთხი მოთამაშისა და კიდევ ექვსი წარმომადგენლის (მათ შორის მთავარი მწვრთნელის) ტესტირებამ ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

 სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი იური რუ იმედოვნებს, რომ თამაში მაინც შედგება: ეს დიდი უიღბლობაა. საქართველოსთან მეორე ტესტ-მატჩის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ველით MAG-ის დასკვნას, რომელიც მონაცემებს სწავლობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. პრიორიტეტი მატჩის ჩატარებაა.

გაიმართება თუ არა შეხვედრა, ამის შესახებ პასუხს ოთხშაბათს გავიგებთ. შეგახსენებთ, რომ აფრიკელებთან პირველი ისტორიული ტესტი 2 ივლისს შედგა და ბორჯღალოსნებმა მატჩი 9:40 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები