Thumbnail

მოსკოვის ლოკომოტივის ახალი შეფი - რანგნიკი რუსული ფეხბურთის მომავალზე იზრუნებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რალფ რანგნიკი მოსკოვის ლოკომოტივში იმუშავებს
  • გერმანელმა სპეციალისტმა 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

63 წლის გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა რუსულ ლოკომოტივში სპორტისა და განვითარების პოსტი დაიკავა. ეს მოსკოვის ლოკომოტივის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალეკსანდ პლუტნიკმა დაადასტურა. მომავალი 3 წლის განმავლობაში რანგნიკი უხელმძღვანელებს სისტემას, რომელიც კლუბში მოთამაშეების განვითარების და მოტივაციის ზრდას შეუწყობს ხელს. რანგნიკი ლოკომოტივში საკუთარი გუნდით მივიდა. 

მწვრთნელის რანგში რალფ რანგნიკი შტუტგარტში, ჰანოვერში, შალკეში, ჰოფენჰაიმში და ლაიპციგში მუშაობდა. 2011 წელს რანგნიკის ხელმძღვანელობით შალკემ გერმანიის თასი მოიპოვა. 2018/19 წლების სეზონში რანგნიკის ლაიპციგმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები