Thumbnail

UFC-ის მებრძოლი ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, გამოცდილი ბრაზილიელის ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს, რომლიც ცნობით, საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და შესათანხმებელი მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი. 

ამასთან, ჭიკაძისა და ბარბოსას დაპირისპირება ტურნირის UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა  (Main event) იქნება. სად ჩატარდება ბრძოლა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ტურნირის მასპინძელი აშშ, ლას ვეგასის არენა UFC Apex იქნება. 

32 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბრიდან გამოდის. მას შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა ექვსი ბრძოლის ჩატარება შეძლო და ყველა მოიგო, ბოლო ორი კი - ვადამდე. გიგა ოქტოგანზე ბოლოს 2 მაისს გავიდა და 63 წამში ამერიკელი ქაბ სვონსონი დაანოკაუტა, რის შედეგადაც ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის TOP 10-ში აინაცვლა.

ედსონი გიგასთან ჩხუბს UFC-ში ზედიზედ ორი მოგებით ხვდება

35 წლის ედსონ ბარბოზამ UFC-ში 22 ბრძოლა მოიგო, 9 კი დათმო. ბრაზილიელმა წარუმატებელი სერიის გამოსწორება შარშან ოქტომბრიდან მოახერხა, როდესაც მსაჯთა გადაწყვეტილებით მაკვინ ამირხანს აჯობა. მას შემდეგ ბარბოზამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა - მიმდინარე წლის მაისში ვადამდე შეინ ბურგოსს სძლია.

ამ დროისთვის ედსონ ბარბოზა და გიგა ჭიკაძე UFC-ის ნახევრადმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში, შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილებს იკავებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები