Thumbnail
  • დინამო თბილისმა ბარნს ოსეი დაიმატა
  • განელმა ფეხბურთელმა 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დინამო თბილისმა განელი ნახევარმცველი ბარნს ოსეი დაიმატა. თბილისურმა კლუბმა 26 წლის შემტევთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა.

განელი ფეხბურთელი ბოლოს კვიპროსში, ნეა სალამისის ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 34 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ოსეი პორტუგალიაში თამაშობდა, სადაც სხვადასხვა წლებში პასუშ ფერეირას, უნიაო მადეირას, აროუკასა და აკადემიკას წევრი იყო. ოსეის განის 20-წლამდე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 7 ივლისს, თბილისში აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები