Thumbnail

ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტი ფაბიო კაპელო, რომელიც სანაკრებო დონეზე ინგლისსა და რუსეთს წვრთნიდა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიისა და ესპანეთის მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

“იტალია ხარისხიან და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი ყურადღებით და აგრესიულად ირჯება და სათანადო ოსტატობაც გააჩნია. ჩემი აზრით, ამ ნაკრებს ყველა წინაპირობა გააჩნია, რათა დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა, მთავარია, რომ ესპანელებთან არ ჩამოეძინოს. მოგეხსენებათ, ესპანეთი უპირატესობას ნელ ტემპს ანიჭებს და მასთან გამკლავებაა საჭირო. ესპანელებს ჩინებული ტექნიკა აქვთ და ბურთს მაგრად აკონტროლებენ. ამიტომაც, მათთვის ბურთის ართმევა და შეტევაში წასვლაა საჭირო. იტალიას კარგი თავდასხმა ჰყავს, ესპანეთის დაცვა კი გაუვალი სულაც არაა”.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ-ესპანური დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ლონდონში, უემბლიზე დაიწყება. მე-2 ფინალისტის ვინაობას 7-ში ინგლისი და დანია გაარკვევენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ 75 წლის კაპელო ახლა უმუშევარია, საკლუბო დონეზე კი მილანში, რეალში, რომასა და იუვენტუსშიც უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები