Thumbnail

'ისინი ქეცბაიას სტილით მოქმედებენ' - აპოელ-მა მაგალითი თემურისგან აიღო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ქართველმა მწვრთნელმა გუნდი სწორედ ასე ააწყო'
  • ანორთოსისის წარმომადგენელმა ნიქოზიელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა

ანორთოსისის აკადემიის ხელმძღვანელმა ვეშკო მიჰაილოვიჩმა აპოელ-ის ბოლოდროინდელი სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიქოზიელები თემურ ქეცბაიას სტილით მოქმედებენ. 

“აპოელ-ის მწვრთნელ სავას პურსაიტიდისს სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი გამოცდილება გააჩნია. აქ უკვე 4-5 წელია მუშაობს და ბევრი რამ იცის. მან დაინახა კლუბის ძველი მწვრთნელების შეცდომები და გადაწყვიტა, ფეხბურთელები ადგილობრივი ლიგიდან დაიმატოს. მისი სატრანსფერო ლოგიკა ისეთივეა, როგორც – ქეცბაიასი. თემურმა გუნდი სწორედ ასე ააწყო. ანუ უმჯობესია აიყვანო 6-7 ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატიდან, რომელთა შესაძლებლობებიც კარგად იცი და არა – 10 მოთამაშე უცხოეთიდან. მათ საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებათ იმისთვის, რომ გაიგონ სად მოხვდნენ და როგორ უნდა იმოქმედონ”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აპოელ-მა საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი დაიმატა და სამივე – სწორედ ანორთოსისიდან. ესენი გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი არიან. 

აპოელ-ი 1926 წელს დაარსდა და კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ნიქოზიელებს ქვეყნის ჩემპიონობა – 28-ჯერ, კვიპროსის თასი კი 21-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა 2020/21 წლების ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა, მომავალი სეზონისთვის კი დიდი გეგმები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები