Thumbnail

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების დაუპირისპირდებიან. მატჩამდე "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს უფრო რთული თამაში ექნება, ვიდრე - ბელგიასთან.

რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ბელგიასთან შედარებით განსხვავებული მატჩი იქნება - უფრო რთული. მათ დნმ-შია მოკლე პასებით თამაში და ბურთთან ხშირი შეხება. ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან, მაგრამ ეს არის ორი გუნდი, რომლებიც კარგად თამაშობენ. სანახაობრივი შეხვედრა იქნება. სპინაცოლა და ემერსონი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ემერსონი შესანიშნავი მოთამაშეა. ლეოს ოპერაცია გაუკეთეს, ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ამბები შეიძლება მოხდეს. ეს არ არის ნაადრევი ფინალი, აქ არის კიდევ ორი გუნდი - ინგლისი, რომელსაც გოლი არ გაუშვია და თითქმის ყველა თამაში მოიგო და დანია, რომელმაც აქ ყოფნა დაიმსახურა. ესპანეთის ნაკრებს ვგავართ? არა, ჩვენ იტალია ვართ და იტალიური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვიცოდით, რომ ავსტრიასთან გაგვიჭირდებოდა, რადგან პლეი ოფის პირველი მატჩი იყო. ასეა ხვალაც, ესპანეთი ძალიან ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ თაობათა ცვლის პროცესი ჰქონდათ".

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის შეხვედრა 6 ივლისს, ლონდონში, უემბლიზე გაიმართება და ევრო 2020-ის პირველი ფინალისტი გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები