Thumbnail

'ქურციკები' იზოლაციაში - სამხრეთ აფრიკასთან მე-2 ტესტი, შესაძლოა, ჩაიშალოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუდ დე იახერს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • ამის გამო, აფრიკელთა დღევანდელი ვარჯიში გაუქმდა

სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებთა მე-2 ტესტი, რომელიც 9 ივლისს არის დაგეგმილი, შესაძლოა, ვეღარ გაიმართოს. ამის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ორშაბათს დაგეგმილი ვარჯიში ჩაიშალა მას მერე, რაც “ქურციკების” ერთ-ერთ მორაგბეს, კონკრეტულად კი, ლუდ დე იახერს კოვიდ 19-ზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდა.

ცხადია, დე იახერს კონტაქტი დანარჩენ თანაგუნდელებთანაც ჰქონდა, ამდენად, მთელი ნაკრები იზოლაციაში გადავიდა და კოვიდ-ტესტები გაიარა. ახლა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ეს ერთეული შემთხვევაა თუ გუნდში ეპიდემიასთან გვაქვს საქმე.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” “ქურციკებთან” პირველი ტესტი 2 ივლისს პრეტორიაში ჩაატარეს და 9:40 წააგეს, 9 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უკვე იოჰანესბურგში, Emirates Airline Park-ზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს, ქომაგებს კი სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგანაც ამას სამხრეთ აფრიკაში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები კრძალავს.

კომენტარები

ბოლო ამბები