Thumbnail

ტოჩინოშინის მე-2 მარცხი - ქართველი სუმოისტი ისევ მოგების გარეშეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა იაპონელ ჩიიომარუსთან ოშიდაშით წააგო
  • ხვალ, ქართველი სუმოისტის მეტოქე კაგაიაკი იქნება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიაში მიმდინარე საზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა და ჯერაც პირველი მოგების მოლოდინშია.

დღეს, ტოჩინოშინი, რომელიც შეჯიბრს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიომარუს შეხვდა და ოშიდაშით წააგო.

ქართველი და იაპონელი სეკიტორების სასტარტო შეჯახების მერე, ჩიიომარუმ მეტოქე დოჰიოსკენ დაიქნია, შემდეგ კი, კიდესთან მიიყვანა და გადამწყვეტი ილეთი განახორციელა.

ხვალ, ტოჩინოშინი დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები