Thumbnail
  • სპეცია 0:2 პარმა
  • პარმას ხელმძღვანელობის მადლობა ფოჯას
  • ალესანდრო ლუკარელის ერთგულების ისტორია
  • 4 წლიანი წინსვლა და დაბრუნება სერია A-ში

იტალიის სერია B-ს 42-ე ტური დაძაბული გამოდგა. მეორე ადგილისთვის სამი კლუბი იბრძოდა. ყველაზე მცირე შანსი პალერმოს ჰქონდა, რომელიც პარმას და ფროსინონეს მარცხის შემთხვევაში პირდაპირ ინაღდებდა სერია A-ს საგზურს, რაც გამორიცხული იყო, რადგანაც პარმა უშანსოდ დარჩენილ სპეციას ეთამაშებოდა, ხოლო ფროსინონეს ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ ფოჯასთან უწევდა შეხვედრა.

ორივე გუნდი საკუთარ თამაშს იგებდა. პარმა სპეციას გასვლაზე 2:0-ს უგებდა, ხოლო ფროსინონე 2:1-ს ამარცხებდა ფოჯას. შეხვედრის 89-ე წუთზე ფროსინონეს რობერტო ფლორიანომ გაუტანა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა და პარმას სერია A-ს საგზური აჩუქა.

საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მეტად ერთგულება ფასდება. პარმასთვის ასეთი კაცი ალესანდრო ლუკარელი აღმოჩნდა, რომელმაც 2015 წელს კლუბი არ მიატოვა. პარმას გაკოტრების შემდეგ, მან კლუბთან ერთად ასპარეზობა სერია D-ში გააგრძელა და ზუსტად სამ წელში კლუბთან ერთად უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. ალესანდრო ლუკარელი 40 წლის არის და ამ საქციელით პარმას გულშემატკივრებს სამუდამოდ შეაყვარა თავი.

პარმას სერია A-ში დაბრუნება ბევრს გაუხარდა. ჯანლუიჯი ბუფონი ყოფილი კლუბის წარმატებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

ფაბიო კანავარო: ვულოცავ პარმას გულშემატკივრებს ამ ბრწყინვალე დაბრუნებას.

ერნან კრესპო: ისტორია გრძელდება. თქვენ საოცრება ჩაიდინეთ.

მარკო ამელია: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. გილოცავთ ყველას

სოციალურ ქსელებში მისალოცი პოსტები სერია A-ს კლუბებმაც გამოქვეყნეს. პარმასთან ერთად აღზევებულმა ემპოლიმ კი წარმატება უსურვა რობერტო დავერსას გუნდს.

მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები