Thumbnail
  • სესარ ასპილიკუეტამ იტალიის ნაკრებზე ილაპარაკა
  • ესპანელმა მთავარ საფრთხედ ჟორჟინიო დაასახელა

ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და პირველი ფინალისტი გაირკვევა. "ფურია როხას" გამოცდილმა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და მომავალი მეტოქე შეაქო.

"იტალიის ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერია, კარგი შედეგები აქვს, თამაშის სტილიც შეიცვალა და ცდილობს ბურთი შეინარჩუნოს, უფრო მეტად თვითონ ჰქონდეს ინიციატივა, ვიდრე მეტოქეს".

ასპილიკუეტა და ჟორჟინიო ჩელსიში ერთად თამაშობენ

ასპილიკუეტა ძალიან კარგად იცნობს იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერ ჟორჟინიოს, რადგან ჩელსიში ისინი თანაგუნდელები არიან. ესპანელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ თუ მას შეაჩერებენ, უფრო მეტ შანსს მიიღებენ:

"ის შესანიშნავი მოთამაშეა. როგორც ჩელსიში, ასევე იტალიის ნაკრებში აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია თამაშის წარმართვაში. მას ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლი უყვარს, ჭკვიანი ფეხბურთელია. რაც უფრო ნაკლებად იქნება ის მოედანზე მთავარი ფიგურა და რაც უფრო შევუზღუდავთ თავისუფლებას, მით უფრო მეტი შანსი გვექნება თამაშის კონტროლისთვის".

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივლისს ლონდონში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები