Thumbnail

ტრაგედია თელავში - სამგურალთან თამაშის დროს გულშემატკივარი გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თელავი-სამგურალის მატჩის მიმდინარეობისას ტრაგედია მოხდა
  • 70 წლის გულშემატკივარი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა

საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურში თელავისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩის დროს ტრაგედია მოხდა - გულშემატკივარი ტრიბუნაზე გარდაიცვალა.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იტყობინება, 70 წლის ქომაგი მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და სანამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდოდა, გარდაიცვალა. მას პირველად დახმარება გულშემატკივრებმა გაუწიეს, მაგრამ მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს და ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურში თელავმა "კავკასიონი არენაზე" სამგურალს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები