Thumbnail

ასე დაემშვიდობა ლეგენდა ტურინს | ჯიჯი ბუფონის ბოლო მატჩი იუვენტუსში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იუვენტუსის ლეგენდა ჯანლუიჯ ბუფონი ტურინელ გულშემატკივარს ასე დაემშვიდობა. სერია A-ს 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონმა უკანასკნელი, 38-ე ტურის შეხვედრაში ვერონა მიიღო. ეს შეხვედრა ბოლო იყო "ბებერი ქალბატონის" 40 წლის მეკარისთვის. 17 წლიანი ეპოქა ლამაზად დასრულდა.

LIVE: Juventus warm-up

The boys get fired up for the final match of the season! #JuveVerona #MY7H

Posted by Juventus on შაბათი, 19 მაისი, 2018

ამ კადრებმა ალესანდრო დელ პიერო და მისი ბოლო ტურინული მატჩი ხომ არ გაგახსენათ? ჩვენ კი და აი შესაბამისი ლინკი.

ბუფონისთვის ვერონასთან მატჩი 640-ეა სერია A-ში. ამაზე მეტი ლიგაში მხოლოდ მილანის ლეგენდარულ მცველ პაულო მალდინის აქვს ჩატარებული - 647.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს. 49-ე წუთზე დანიელე რუგანი გამოირჩა, აქედან სამ წუთში კი მირალემ პიანიჩმა იყოჩაღა. ტურინელებს ნიკოლასის კარში მესამე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ 85-ე წუთზე შტეფან ლიხშტაინერმა 11-მეტრიანიდან ვერ ივარგა. 

მანამდე კი, 76-ე წუთზე ტურინელებს გოლი ალესიო ჩერჩიმ გაუტანა, რომელთა კარში უკვე აღარ იდგა ჯანლუიჯი. 40 წლის ლეგენდარულმა მეკარემ მოედანი 63-ე წუთზე დატოვა და ადგილი კარლო პინსილიოს დაუთმო. მოედნის დატოვებამდე ჯიჯი თანაგუნდელებსაც გადაეხვია და მეტოქე მოთამაშეებსაც. ცრემლს ვერც ფეხბურთელები იკავებდნენ და ვერც გულშემატკივრები...

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

ჯიჯის ბოლო მატჩი იუვეში

იუვენტუსმა, რომელმაც ჩემპიონობა წინა ტურში გაიფორმა, სერია A 95 ქულით დაასრულა ვერონა კი ცხრილში ბოლოსწინა ადგილით (25 ქულა), მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს.

"ალიანც იუვენტუსზე" ეს წვიმიანი საღამო კი გულშემატკივრებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. იუვენტუსმა სარეკორდო - ზედიზედ მეშვიდე სკუდეტო და მეოთხე "ოქროს დუბლი" იზეიმა, ბუფონის გარდა, დაემშვიდობა შტეფან ლიხშტაინერსა და კვადვო ასამოასაც.

მატჩის დასრულების შემდეგ ტურინის არენაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

იტალიის უცვლელი ჩემპიონი გუნდი

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "გუნდს დიდებული სეზონი გამოუვიდა, გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მთელი წლის განმავლობაში ვეჭიდავეთ ნაპოლის. ქედს ვიხრით მათ წინაშე, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით. არ შემიძლია გავაკრიტიკო გუნდი, რომელიც უკვე შვიდი წელიწადია იტალიაში ყველაფერს იგებს და ახლოსაა ევროპაში წარმატებასთანაც. სერია A-ში ყოველთვის საუკეთესო იმარჯვებს და ბოლო შვიდი წელიწადია, იუვენტუსი საუკეთესოა".

კომენტარები

ბოლო ამბები