Thumbnail
  • კრიშტიანოს აგენტი ტურინელებს უკვე შეხვდა
  • საბოლოო პასუხი 'ბებერი ქალბატონის' ხელმძღვანელობაზეა

პორტუგალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს კარიერის გაგრძელება ტურინულ კლუბში სურს და ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კრიშტიანოს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინელებს ესაუბრა და აუხსნა, რომ ფეხბურთელის სურვილია, იტალიურ გრანდში 2023 წლის ივნისამდე დარჩეს.

იუვენტუსმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, რადგანაც რონალდოს მოთხოვნების დაკმაყოფილება იოლი საქმე არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ ტურინელებს ძალიან უჭირთ პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოველწიური ხელფასის გადახდა, რომელიც 31 მილიონ ევროს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო იუვენტუსის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი 29 გოლი გაიტანა და იტალიური სერია A-ს ბომბარდირი გახდა. რონალდოს მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

კომენტარები

ბოლო ამბები