Thumbnail

ბელგიის ნაკრების მცველმა იან ვერტონგენმა იტალიის ნაკრებთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ იტალიელებისთვის გამარჯვების მილოცვას არ აპირებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა პირველი გოლის დროს შეცდომა დაუშვა, რადგან ბურთი საჯარიმოსთან დაკარგა და ამით მეტოქემ მაშინვე ისარგებლა - იანმა ამის შესახებაც ილაპარაკა:

იან ვერტონგენი (ბელგია): "საწყენია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველი გოლის დროს ვცდილობდი ბურთის შენარჩუნებას, მაგრამ ეს სწორი არჩევანი არ იყო. უბრალოდ ბურთი უნდა მომეშორებინა. მორიგი შესაძლებლობა დავკარგეთ, 2014 წლის მუნდიალს მეოთხედფინალში გამოვეთიშეთ, როგორც ახლა და ევრო 2016-ზეც, ხოლო 2018 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში დავმარცხდით. ახლა უნდა გავაანალიზოთ რა გავაკეთეთ არასწორად .

იტალიის ნაკრები კარგი გუნდია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ არ მინდა მათ მივულოცო, რადგან ბოლოს ძალიან გამაღიზიანეს და გამაბრაზეს. თუმცა, საბოლოო ჯამში,ჩვენს შეცდომებზე უნდა ვიფიქროთ, რაც მოხდა, ჩვენი ბრალი იყო".

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ჯგუფურ ეტაპსა და 1/8-ფინალში ზედიზედ 4 თამაში მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში იტალიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა ტურნირს გამოეთიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები