Thumbnail

რევანში ურუგვაისთან - 20-წლამდელთა მესამე ადგილი სამხრეთ აფრიკაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ურუგვაი (U20) 8:20 საქართველო (U20)
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიის მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. პირველ სამ მატჩში წაგების შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაისთან რევანში აიღეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაელებს 12 ქულით აჯობეს - 20:8. 20-წლამდელებს პირველი მატჩი ურუგვაისთან 15:20 ჰქონდათ წაგებული.

ურუგვაელები მატჩში ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ საქართველომ წინ გასვლა მალევე შეძლო - გიორგი მაისურაძემ მე-9 წუთზე ლელო დადო. უმცროსი ბორჯღალოსნების უპირატესობა ტაიმის ბოლოს გაიზარდა, როცა თორნიკე კახოიძემ ურუგვაის მეორე ლელო დაუდო და საქართველომ პირველი ტაიმი 13:3 მოიგო.

ახალგაზრდა მორაგბეებმა მეორე ტაიმში ურუგვაი კიდევ ერთხელ დაამწუხრეს. თავი რატი ზაზაძემ გამოიჩინა და საქართველომ ურუგვაელებს 20:8 მოუგო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირი 1 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს, მეტოქეებს კი 6 ლელო დაუდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები