Thumbnail
  • იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბელგიასთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო
  • 28 წლის მცველი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ევრო 2020-ზე წარამტებას მიაღწევს

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ, რომელმაც ბელგიის ნაკრებთან ანგარიშით 2:1 მოგებულ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო, პირველი კომენტარი გააკეთა. 

რომას 28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ევრო 2020-ის ერთ-ერთ აღმოჩენაა, ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრის მიწურულს აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მოედანი აცრემლებულმა, საკაცით დატოვა. წინასწარი ვარაუდით, მას ექვსი თვიდან წლამდე პერიოდი გაუცდება. 

ლეონარდო სპინაცოლამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გამოთქვა იმედი, რომ რობერტოHeader მანჩინის გუნდი ტურნირზე წარმატებას მიაღწევს:

"სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რაც მოხდა გუშინდელ შეხვედრაში, მაგრამ ჩვენი ოცნება ცოცხალია და ამ შემადგენლობით შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოედანზე მალე დავბრუნდები და ამაში დარწმუნებული ვარ". 

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში დაპირისპირება ესპანეთთან მოუწევს, რომელმაც მანამდე შვეიცარიას პენალტების სერიაში მოუგო. "სკუადრა აძურასა" და "ფურია როხას" მატჩი 6 ივლისს, ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართება.

ლეონარდო მოედნიდან თვალცრემლიანი გაიყვანეს

ლეონარდო სპინაცოლამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხ შეხვედრაში ითამაშა და თურქეთსა და ავსტრიასთან საგოლე პასები მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები