Thumbnail
  • 📅 3 ივლისი | 🏟 ბაქო | ⌚ 20:00 | ⚽ ჩეხეთი V დანია
  • დანიის ნაკრებს ბევრი ფავორიტად მიიჩნევს
  • ჩეხეთის მთავარი იმედი გუნდურობა და პატრიკ შიკია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ალბათ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა იმას, რომ ნახევარფინალში ან დანიის ნაკრები გავიდოდა, ანაც - ჩეხეთის.

დანიის ნაკრებს დღევანდელ მატჩში ბევრი ფავორიტად მიიჩნევს, არადა, ჯგუფური ეტაპის პირველი ორი ტურის შემდეგ, სკანდინავიელთა მერვედფინალში გასვლაც კი საეჭვო იყო, რადგან ფინეთთან და ბელგიასთან თამაშები წაგებული ჰქონდათ. დანიელები ჯგუფიდან მხოლოდ 3 ქულით, რუსეთთან 4:1 გამარჯვების გამო გავიდა და მერე უელსსაც 4 გოლი გაუტანა.

აი, ჩეხეთის ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატი გაცილებით სტაბილურად დაიწყო: შოტლანდია 2:0 დაამარცხეს, ხორვატიასთან 1:1 ითამაშეს და მესამე ტურში, ინგლისთან მხოლოდ 0:1 დამარცხდნენ. მერვედფინალში ჩეხეთმა უკვე სერიოზული სენსაცია მოახდინა - ნიდერლანდების ნაკრები 2:0 დაამარცხა და ახლა ნახევარფინალში გასვლას ეცდება. ფაქტია, რომ თამაში ძალიან დაძაბული იქნება და დიდია იმის შანსი, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო, ან სულაც პენალტების სერია გახდეს საჭირო.

დანიის ნაკრები უფრო გამოცდილია, მაგრამ ჩეხებსაც საკმაოდ მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ. ყურადღების ცენტრშია პატრიკ შიკი, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის. პირველ ადგილზე 5 გოლით კრიშტიანო რონალდოა, რომლის პორტუგალია უკვე გავარდა. ტურნირზე აღარ არიან ბენზემა, ფორსბერგი და ლუკაკუც (4-4 გოლი). ეს იმას ნიშნავს, რომ შიკს ბომბარდირობის ძალიან კარგი შანსი აქვს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩეხეთისა და დანიის ნაკრები გუნდების მატჩების პირველ ტაიმებში საშუალოდ 0,8 გოლი გადის, მთელ მატჩებში კი - 1,4 გოლი.

⚽ ამ გუნდების დაპირისპირებებში ყველაზე ხშირი ანგარიშია 1:1. ამ ანგარიშით 3 მატჩი დასრულდა.

⚽ ჩეხეთის ნაკრებმა დანიის დამარცხება ბოლოს ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე შეძლო და სხვათა შორის, მაშინაც მეოთხედფინალში: მაშინ ჩეხებმა დანიელები 3:0 დაამარცხეს - ერთი გოლი იან კოლერმა გაიტანა, მილან ბაროშმა კი დუბლი შეასრულა. ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2000-ზეც შეხვდნენ და მაშინ, ჯგუფში, ასევე ჩეხეთმა მოიგო - 2:0, ვლადიმირ შმიცერის დუბლით.

⚽ ჩეხეთის ნაკრები პირველი გუნდია 1980 წლის შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მატჩში ნიდერლანდების ნაკრებს კარში ზუსტად არ დაარტყმევინა. 

⚽ 2004 წლის შემდეგ დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში პირველად გავიდა, 1992 წლის ტრიუმფის შემდეგ კი პლეი ოფში პირველად მოიგო.

⚽ პატრიკ შიკს მხოლოდ 1 გოლი აკლია მილან ბაროშის რეკორდამდე, რომელსაც ჩეხი ფეხბურთელებიდან ევროპის ერთ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი აქვს (5).

⚽ ჩეხეთისა და დანიის ნაკრები გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 ფრედ დასრულდა.

⚽ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჩეხეთისა და დანიის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი - ცოუფალი, ჩელუსტკა, კალასი, კადერჟაბეკი - ჰოლეში, სოუჩეკი - სევჩიკი, ბარაკი, ჰლოზეკი - შიკი.

დანია (4-3-3): შმაიხელი - კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი - ლარსენი, დილეინი, ჰოიბერგი, მეჰლე - ბრაიტვეიტი, დოლბერგი, დამსგაარდი.
ტრავმა: პოულსენი, ვასი

კომენტარები

ბოლო ამბები