Thumbnail

იტალიისა და ბელგიის მატჩი ახალი დამთავრებული იყო, როცა სოციალურ ქსელებში, იტალიის ნაკრების გვერდებზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ბელგიის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ეწერა - VENI, VIDI...

იულიუს კეისრის ცნობილი გამონათქვამი - VENI, VIDI, VICI (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) ბელგიელებს მატჩის შემდეგ უნდა დაესრულებინათ, თუმცა ისინი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ. მათი საქმე იტალიის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გააკეთა. იტალიელებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელგიელთა პოსტი გააზიარეს და იტალიის დროშებით დაწერეს "VICI".

იტალიის ნაკრები 6 ივლისს, 'უემბლიზე', ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ზედიზედ მეოთხედ შეხვდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები