Thumbnail

კალაშნიკოვამ ისევ მოიგო და უიმბლდონის მერვედფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კალაშნიკოვა/გრაჩოვა 6:3, 6:1 დიასი/როდიონოვა
  • ქართველისა და მისი მეწყვილის მომდევნო მეტოქეთა 3 ივლისს გაირკვევა

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილთა მსოფლიოს რეიტინგში 74-ე პოზიციაზეა, მეწყვილესთან ერთად უიმბლდონის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა ლონდონის კორტებზე რუს ვარვარა გრაჩოვასთან ერთად გამოდის და მათ პირველ წრეში “უაილდ ქარდით” მიწვეული ბრიტანელები ბეინსი და მარეი შარანი 6:3, 6:4 დაამარცხეს, დღეს კი ყაზახ ზარინა დიასსა და ავსტრალიელ არინა როდიონოვას 6:3, 6:1 სძლიეს.

საინტერესოა, რომ დიასმა და როდიონოვამ საწყის რაუნდში ბრძოლას მე-2 განთესვის მქონე უნგრელი ტიმეა ბაბოში და ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი გამოთიშეს (6:1, 6:2), ამდენად, ქართულ-რუსული დუეტის წარმატება მით უფრო დასაფასებელია.

თუ ვინ იქნება მერვედფინალში კალაშნიკოვასა და გრაჩოვას მეტოქე ხვალ გაირკევა, როდესაც მე-16 რეიტინგის მქონე ჩეხები ბუზკოვა და ჰრადეცკა რუს ბლინკოვასა და გერმანელ ფრიედსამს გაეჯიბრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები