Thumbnail

კიტეიშვილის გოლები და ასისტები - ოთარმა იებოასთან მაგარი ტანდემი შექმნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ოთარ კიტეიშვილის შტურმი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გრაცელები მე-2 ლიგის ლიფერინგს შეხვდნენ, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა ბუნდესლიგაში გადასვლამდე. შტურმმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგო, რაც ორი ადამიანის დამსახურებაა - 25 წლის კიტეიშვილის, რომელსაც დუბლი და 2 საგოლე პასი ჰქონდა და 21 წლის იტალიელი კელვინ იებოასი, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. 

მე-2 ტაიმში მწვრთნელმა კიტეიშვილი შეცვალა, შტურმმა კი თამაში საბოლოოდ 9:1 მოიგო. კელვინ იებოას ანგარიშზე პოკერია.

ოთარმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, 29-ზე კი დუბლი შეასრულა. მანვე იებოას 38-ე და 42-ე წუთებზე გაატანინა, ერთხელ კი ფორვარდმა მეკარეს ბურთი "მოპარა" და ისე გაიტანა. როგორც ჩანს, ოთარმა და კელვინმა, რომელიც აფრიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელის, ტონი იებოას ძმისშვილია, შესანიშნავი ტანდემი ჩამოაყალიბეს - წინა ამხანაგურ მატჩში, რომელიც შტურმმა 6:0 მოუგო იუნიორსს, კიტეიშვილის ორი ასისტით იებოამ იხეირა. 

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს გრაცის შტურმი ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. გასულ სეზონში მან ავსტრიის ბუნდესლიგაში 26 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. "ტრანსფერმარკტი" 25 წლის ქართველ ნახევარმცველს 3 მილიონ ევროდ აფასებს.  

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლები და საგოლე პასები ლიფერინგთან

კომენტარები

ბოლო ამბები