Thumbnail

რუსეთის რაგბის კავშირი: ეს ტურნირი საქართველოს გარეშე ვერ ჩატარდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთისა და საქართველოს რაგბის კავშირის შეხვედრა 
  • ახალი საკლუბო ტურნირი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის გუნდს გააერთიანებს
  • რუსები ჩვენ გარეშე დაწყებას არ აპირებენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ის რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კირილ იაშენკოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მხარეები მსჯელობენ ახალი საკლუბო ტურნირის ჩამოყალიბებაზე, სადაც 10 გუნდი იასპარეზებს.

რუსეთის რაგბის კავშირში მიაჩნიათ, რომ ახალი საერთაშორისო ტურნირი საქართველოს გარეშე ვერ შეიქმნება, რადგან საქართველო რეგიონში რაგბის ნომერი პირველი ქვეყანაა.

კირილ იაშენკო: შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და იმ ქვეყნებზე, რომელთა გუნდებმაც ამ ტურნირში მონაწილეობა უნდა მიიღონ. საქართველოს რაგბის კავშირი ჩვენი პარტნიორია - საქართველოს გარეშე ამ ტურნირის ჩატარება არ გამოგვივა. მინიმუმ 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ტურნირის საორგანიზაციო საკითხები მოვაგვაროთ. მაღალი დონის ტურნირის ჩატარება სწრაფად ვერ ხერხდება. თუ საქართველოს რაგბის კავშირის მსგავს ფედერაციებთან გვექნება კონტაქტი, შემდგომ ეტაპზე ყველაფერი გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები