Thumbnail
  • საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ 5 სპორტსმენი შეემატა
  • ამჟამინდელი მდგომარეობით, ტოკიოში 37 ქართველი მიდის

მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციამ ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციის შედეგები შეაჯამა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ტოკიოში საქართველოს ღირსებას 5 სპორტსმენი მიიღებს. ესენი არიან:

ლაშა ღულელაური – სამხტომი, საკვალიფიკაციო შედეგი 17.16 მ. (მწვრთნელი – უსუფ ღულელაური), გიორგი მუჯარიძე – ბირთვის კვრა, საკვალიფიკაციო შედეგი 21.21 მ. (მწვრთნელი – დავით მანთიძე), სოფიკო შათირიშვილი – ბირთვის კვრა, საკვალიფიკაციო შედეგი 18.74 მ. (მწვრთნელი – დავით მანთიძე), ბაჩანა ხორავა – სიგრძეზე ხტომა, საკვალიფიკაციო შედეგი 8.24 მ. (მწვრთნელი – ანდრო ბედუკაძე), ბენიკ აბრამიანი – ბირთვის კვრა, საკვალიფიკაციო შედეგი 21.11 მ. (მწვრთნელი – დავით მანთიძე).

გიორგი მუჯარიძე ძალებს ბირთვის კვრაში სცდის

ამგვარად, ტოკიოს ლიცენზიანტი ქართველი სპორტსმენების სია 37-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 2021 წლის 14 ივლისს გაიმართება.

ქართველი ოლიმპიელების სია

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.)
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) 
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი) 
სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.) 
სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) 
ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.)
გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) 
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.) 
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ.) 
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ.) 
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ.)
მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
დავით აბესაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ.)
ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ.)
ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ.)
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ.)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ.)
ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ.)
ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ.)
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ.)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა)
ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

კომენტარები

ბოლო ამბები