Thumbnail
  • უეფა ინგლისელ გულშემატკივრებზე ბილეთებს აღარ ყიდის
  • ბრიტანეთიდან იტალიაში ჩასულ ფანებს 5-დღიანი კარანტინი ელოდებათ 

ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას იტალიის დედაქალაქ რომში გამართავს. "სამი ლომის" მოწინააღმდეგე ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი უკრაინა იქნება, რომელსაც 3 ივლისს დაუპირისპირდება.

გარეტ საუთგეიტის გუნდს მიმდინარე პირველობაზე ინგლისის გარეთ შეხვედრის ჩატარება პირველად მოუწევს. აქამდე "სამი ლომი" ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე თამაშობდა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა.

ამ მხარდაჭერის გარეშე მოუწევს ასპარეზობა ინგლისს რომში. კორონავირუსის ახალი, დელტა შტამის გავრცელების გამო, უეფამ ინგლისელ გულშემატკივრებზე გაყიდული ყველა ბილეთი დაბლოკა, ასევე შეწყდა მათზე ბილეთების მიყიდვის პროცესიც. იტალიაში უკვე ჩასულ ბრიტანელებს კი 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

თავად დიდი ბრიტანეთის მთავრობაც მოუწოდებს ინგლისელ გულშემატკივრებს, რომ არ წავიდნენ რომში უკრაინის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე. 

იტალიის მთავრობის განცხადებით, ბრიტანეთიდან ჩასული პირების 5-დღიანი კარანტინის რეგულაციას მკაცრად გააკონტროლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩზე მოხვედრის შანსი ბრიტანეთიდან ჩასულ ფანებს პრაქტიკულად არ ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები