Thumbnail

საქართველო შორს მიდის | ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • IIHF-ის კონგრესმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დაასახელა 
  • საქართველოს ნაკრები II დივიზიონში მექსიკაში ითამაშებს

დანიაში, სადაც ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, პარალელურად იქ IIHF-ს კონგრესი იმართება, სადაც 2019 წლის ტურნირის მასპინძელი ქვეყნები გაირკვა სხვადასხვა დივიზიონებში. 

► აპრილის TOP-5 მოვლენა ქართულ სპორტში

საქართველოს ნაკრები, რომელმაც წლეულს, სამხრეთ აფრიკაში ბრწყინვალედ იასპარეზა და II დივიზიონის საგზური მოიპოვა, გაისად მექსიკაში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ისლანდიის, ახალი ზელანდია, ისრაელის, ჩრდილო კორეის და მექსიკის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. 

მასპინძელი ქვეყანა მექსიკაა, ქალაქი კერეტარო. მსოფლიოს ჩემპიონატი 14-20 აპრილს გაიმართება, გამარჯვებული გუნდი მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადავა, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი III დივიზიონში დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ აპრილში საქართველოს ნაკრებმა III დივიზიონში ხუთიდან 4 შეხვედრა მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები