Thumbnail
  • გიორგი ცუცქირიძემ სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩებამდე ტრავმა მიიღო
  • გიორგის ძირითად შემადგენლობაში ილია სპანდერაშვილი შეცვლის

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 2-ჯერ ითამაშებს - ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონებთან 2 და 9 ივლისს ითამაშებენ. 2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა.

გიორგი ცუცქირიძემ მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ნაცვლად მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი დადგება, ხოლო შეცვლაზე 23 ნომრად ირაკლი ცხადაძე ითამაშებს.

საქართველო სამხრეთ აფრიკას ისტორიაში მეორედ ეთამაშება. პირველად ამ ნაკრებებმა 2003 წელს მსოფლიო თაზე ითამაშეს, ქართველებმა მატჩი 19:46 დათმეს, ხოლო დავით დადუნაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქართული ლელო დადო.​​​​​​​

კომენტარები

ბოლო ამბები