Thumbnail

მბაპეს კონტრაქტის განახლება არ სურს და პსჟ-ში ეს უკვე იციან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კილიან მბაპემ შესაძლოა, პსჟ დატოვოს
  • 22 წლის ფეხბურთელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

პარი სენ-ჟერმენში კილიან მბაპეს მომავალი ბუნდოვანია. ფრანგი ვარსკვლავის კონტრაქტის ამოწურვამდე ზუსტად 1 წელია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს, ან კლუბს მოუწევს, ახლავე გაყიდოს, რათა მისი უფასოდ დაკარგვის რისკი აიცილოს.

"ეკიპის" ინფორმაციით, 22 წლის თავდამსხმელმა პარიზელთა ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მას ამ თემაზე საუბარი არ სურს. როგორც ჩანს, მას პსჟ-ს დატოვება აქვს გეგმაში.

ფრანგი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული მადრიდის რეალია. მბაპე პარი სენ-ჟერმენმა 2017 წელს მონაკოდან დაიმატა. მბაპე ამჟამად შვებულებაშია, რადგან საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში, შვეიცარიასთან მარცხით გამოეთიშა. თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი სწორედ მბაპემ ვერ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები