Thumbnail

მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავამ გრან პრიზე იმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშში ოქროს მედალი მოიპოვა
  • საერთო ჩათვლაში ქართველი ტანმოვარჯიშე მეექვსე იყო

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ ისრაელის ქალაქ ჰოლონში გრან პრი მოიგო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ცალკეულ დისციპლინაში, კერძოდ კი გურზებით ვარჯიშში გაიმარჯვა. 

მან 18.600 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. სალომემ უკრაინელ ვლადა ნიკოლჩენკოს (18 450) და რუს ეკატერინა სელეზნიოვას (18 350) აჯობა.

მრავალჭიდში ფაჟავა მე-6 ადგილზე გავიდა. ცალკეულ სახეობებში კი, გურზების შემდეგ საუკეთესოდ მან რგოლით ვარჯიშში იასპარეზა, სადაც მე-5 ადგილი დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები