Thumbnail

ისევ ტრავმა - გურამ ქუთათელაძე დონ მადჯისთან ვერც ივლისში იჩხუბებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ში გურამ ქუთათელაძისა და დონ მადჯის ბრძოლა ისევ გაუქმდა
  • 29 წლის ქართველ სპორტსმენს ხელი ამჯერადაც ტრავმამ შეუშალა

გურამ ქუთათელაძე დონ მადჯისთან ორთაბრძოლას, სამწუხაროდ, ვერც ივლისში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას essentiallysports.com ავრცელებს, რომლის ცნობით, შვედეთში მცხოვრები "ქართველი ვიკინგი" სამხრეთაფრიკელი მებრძოლის წინააღმდეგ ოქტაგონზე გასვლას ამჯერადაც ტრავმის გამო ვერ მოახერხებს.

გურამ ქუთათელაძეს და დონ მადჯის ჯერ კიდევ 13 მარტს უნდა ეჩხუბათ, მაგრამ მაშინ 29 წლის ქართველ მებრძოლს მუხლზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მოგვიანებით ბრძოლა 17 ივლისს დანიშნეს, მაგრამ გურამს ახლაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.

სამხრეთაფრიკელი სპორტსმენი გურამის შემცვლელს ეძებს

დონ მადჯი იმედოვნებს, რომ UFC ქუთათელაძის ნაცვლად რომელიმე სხვა მეტოქეს შეურჩევს, რაც შეეხება ქართველი სპორტსმენის მდგომაროებას, ტრავმის სიმძიმე უცნობია.

გურამ ქუთათელაძეს UFC-ში დებიუტი შარშან ჰქონდა. მსუბუქწონასანმა ქართველმა მებრძოლმა პოლონელ გამროტს აჯობა, რომელსაც შერეულ ორთაბრძოლებში 17-ბრძოლიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა.

29 წლის სპორტსმენს MMA-ში სულ 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო (7 ნოკაუტით) და მხოლოდ 2 დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები