Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი რუსეთს ემშვიდობება
  • საბა კვერკველია კარიერის ევროპის ტოპჩემპიონატში გაგრძელებას იმედოვნებს

საბა კვერკველია თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალურ მცველს მოსკოვის ლოკომოტივთან კონტრაქტი ამოეწურა. 

რუსული კლუბი ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა, უკვე დაემშვიდობა და კარიერაში წარმატებები უსურვა, თავად კვერკველია კი ახალი კლუბის ძიებაშია და როგორც რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ევროპის ტოპჩემპიონატის კლუბის ვარიანტს განიხილავს.

საბამ მოსკოვის ლოკომოტივში გატარებულ პერიოდსა და იქიდან წასვლის მიზეზებზე რუსულ მედიასთან ილაპარაკა: 

"ლოკომოტივში იური სიომინის გამო მივედი და როდესაც მან კლუბი დატოვა, მეც წავედი. არაფერს ვნანობ. პირიქით, მოხარული ვარ. გვქონდა ამოცანა - მოგვეგო რუსეთის ჩემპიონატი და ეს შევძელით. მადლობა ლოკომოტივს, მის თითეულ გულშემატკივარს, ფეხბურთელს, ვისთანაც მიმუშავია და მოედანზე გავდიოდი. ის, რაც ზემოთ მოხდა, ბიზნესია...".

საბამ ლოკომოტივში დასახულ მიზნებს მიაღწია

ქართველმა მცველმა, რომელმაც მთელი კარიერა რუსეთში გაატარა, თავის სამომავლო გეგემბზე ისაუბრა:

"რისთვისაც ლოკომოტივში მივედი, ყველაფერი მივიღე, ახლა კი დროა, ევროპაში წავიდე და თავი ევროპულ ჩემპიონატში გამოვცადო. რუსეთში ჩემი უკვე ვითამაშე, ყველაფერი მოვიგე, ჩემი გამოვიმუშავე და მეყოფა. რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტიკა არის და მალე ნახავთ. ეს ევროპის TOP5 ჩემპიონატის კლუბია".

ქართველმა მცველმა გასული სეზონი იჯარით როტორში გაატარა

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში 2017 წლიდან გამოდიოდა და მისი მაისურით ჩატარებულ 108 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ლოკოსთან ერთად ქართველმა მცველმა რუსეთის ჩემპიონობა და რუსეთის თასი (ორჯერ) მოიგო, 2020/21 წლების სეზონი კი ვოლგოგრადის როტორში იჯარით გაატარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები