Thumbnail
  • მსოფლიო რაგბიმ გიორგი კვესელაძესთან ინტერვიუ ჩაწერა
  • ქართველმა მორაგბემ სამხრეთ აფრიკასთან მატჩამდე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 2 და 9 ივლისს გასამართი მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიო რაგბის ოფიციალური გვერდი გიორგი კვესელაძეს ესაუბრა. კვესელაძემ აღნიშნა, რომ ეს მატჩები საქართველოსთვის ისტორიულია და დიდი მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიო რაგბი წერს, რომ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნეს წინ, საქართველოსთან თამაში თითქოს იოლ გახურებად მოჩანს, თუმცა ბორჯღალოსნებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ძალა და რეპუტაცია არაერთხელ დაამტკიცეს.

გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, მსოფლიოს ჩემპიონს ფინალური მატჩის შემდეგ პირველ გამოცდას მოუწყობს და გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ისინი კარგ თამაშს აჩვენებენ.

გიორგი კვესელაძე: პირველად ვართ სამხრეთ აფრიკაში და მადლობას ვუხდი მათ ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩვენთვის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, დიდი გამოწვევაა და მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას. მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს საქმეს არ გავუიოლებთ.

მიუხედავად იმისა, რომ 2 ივლისს საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შეხვდება, უკანასკნელ წლებში ისინი დიდ გუნდებს სულ უფრო ხშირად ეთამაშებიან და გამოცდილებას იღებენ.

ამ კუთხით კვესელაძე 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასს“ აღნიშნავს, რომელშიც მან ირლანდიის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და გუნდმაც რეპუტაციის გასამყარებლად დიდი ნაბიჯი გადადგა:

გიორგი კვესელაძე შემოდგომის ერთა თასზე: შემოდგომის ერთა თასზე“ ტიერ1-ის გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონს უნდა შევხვდეთ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს განვითარებაში დაგვეხმარება.

გუნდისთვის, რომელიც დომინანტია ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის, „შემოდგომის ერთა თასი“ უდიდესი ყოველკვირეული გამოცდილება იყო მსოფლიო თასს მიღმა. მართალია მათ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა გაუმჯობესება შეტევაში თვალნათელი იყო. ახლა საქართველოს ცნობილი მორკინალების გარდა, ყავს მერაბ შარიქაძისა და კვესელაძის დუეტი ცენტრში და ახალგაზრდა დავით ნინიაშვილი, რომელიც უკანა ხაზისთვის ნამდვილი აქტივია.

საუკეთესო ფორმა

გიორგი კვესელაძე: ინგლისში ოთხი თვე გავატარე და ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვარ. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ განვითარებას, რადგან პროფესიონალების მხარდამხარ, პროფესიონალურ გარემოში ვთამაშობ და ეს ძალიან მეხმარება“.

ნიდერლანდებთან პირველ ტაიმში ბევრი შეცდომები დავუშვით, რაზეც შესვენებისას ვისაუბრეთ და მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. ბედნიერი ვარ, რადგან კვლავ მოვიგეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი და მორიგი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო თასზე გასასვლელად“.

კომენტარები

ბოლო ამბები