Thumbnail
  • საქართველო 11:11 (2:3, 5:0, 3:4, 1:4. პენ-4:5) ყაზახეთი
  • საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისში წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გრძელდება, რომელშიც 8 გუნდი ასპარეზობს და მათ შორის, 6 ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილისთვის გამართულ ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 11:11 დასრულა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

საქართველომ მე-2 პერიოდი 5:0 მოიგო

ყაზახებმა პირველი პერიოდი 3:2 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველმა წყალბურთელებმა მეორე პერიოდში 5:0 იმარჯვეს და ტაიმი 7:3 მოიგეს. სამწუხაროდ, ქართველებმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს და ყაზახებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

პენალტების სერია დრამატული გამოდგა. ანგარიში 4:4 იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების წყალბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ქართველმა მეკარემ პენალტის მოგერიება შეძლო და შანსი ისევ დარჩა, თუმცა ვაპენსკიმ პენალტი ვერ გაიტანა და ყაზახებმა ამჯერად შანსი გამოიყენეს. ყაზახებმა პენალტებში 5:4 მოიგეს. საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები