Thumbnail
  • მანუელ ნოიერი იოახიმ ლიოვის ეპოქის დასასრულს გამოეხმაურა
  • გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

გერმანიის ნაკრებში დიდი ეპოქა დასრულდა. იოახიმ ლიოვმა "ბუნდესნაკრებს" გუშინ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის წინააღმდეგ, რომელშიც გერმანიის ნაკრები 0:2 დამარცხდა, ბოლოჯერ უხელმძღვანელა.

"უემბლიზე" განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის კაპიტანი მანუელ ნოიერი 'იოგის' გუნდიდან წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. გერმანიის ნაკრების მეკარე იმედგაცრუებულია, რომ ლიოვის ბოლო შეხვედრა ასეთი გამოდგა.

"მეორე დღესაც არ ვგრძნობ თავს კარგად. იმედგაცრუება უდიდესია, მაგრამ ასეთი მომენტები ფეხბურთის ნაწილია, მაშინაც კი თუ გული გტკივა. ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ იოგის ეპოქა ასე დასრულდა. მას ძალიან ბევრი რამის გამო უნდა ვუთხრათ მადლობა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, იოგი! მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის", - დაწერა ნოიერმა 'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ პოსტში.

იოახიმ ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. ლიოვთან ერთად გუნდმა ასევე შეძლო 2017 წლის კონფედერაციის თასის მოგება და ევრო 2008-ის ფინალში გასვლა. ლიოვი ჯამში გერმანიის ნაკრებში 17 წელი მუშაობდა აქედან 15 წელი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. იოგის შემდეგ "ბუნდესნაკრების" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები