Thumbnail
  • მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფავორიტ ძიუდოისტად ქართველი დაასახელა
  • ბელგიელმა მატიას კასემ ლაშა შავდათუაშვილის შესახებ ისაუბრა

2021 წელს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მატიას კასემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ტატო გრიგალაშვილს აჯობა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში, დამატებით დროში, იპონით წააგო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ მატია კასე ძიუდოს ქომაგებისთვის კიდევ უფრო კარგად გაეცნო და რუბრიკაში ''შეხვდი ძიუდოისტს'' სწორედ ბელგიელი მიიწვიეს, სადაც კასემ საყვარელ ძიუდოისტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა.

''ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილია. მას ძიუდოს ბრწყინვალე სტილი აქვს, მაგრამ ასევე მისი შრომისმოყვარეობა გასაოცარია. ის უბრალოდ ბრწყინვალე ბიჭია. მას აქვს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულები. ნამდვილად სრულყოფილი ძიუდოისტია'', - განაცხადა კასემ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან.

შეგახსენებთ, რომ კასეს გაჩემპიონებამდე, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოქროს მედლები ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები