Thumbnail
  • 'ისინი თამაშში მხოლოდ უგო ლორისის წყალობით დარჩნენ, რომელმაც პენალტი მოიგერია'
  • სახელოვანმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელები გააკრიტიკა

იტალიური რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და მას “ჩავარდნა” უწოდა. შეგახსენებთ, რომ “სამფეროვნებმა” ევროპირველობის მერვედფინალში შვეიცარიასთან ითამაშეს და მართალია, 3:1-ს იგებდნენ, საბოლოოდ, პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

ჟოზე მოურინიო: “ეს ჩავარდნაა. საფრანგეთს დიდებული შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავს, თუმცა, ნამდვილ გუნდად მხოლოდ შვეიცარია წარმოგვიდგა. მათ ვარსკვლავები არ ჰყავთ, თუმცა, მწვრთნელმა პეტკოვიჩმა საოცარი სამუშაო გასწია. ნაკრებიდან, რომელიც დიდ ტურნირებზეც კი ძლივს გადიოდა, ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გადამწყვეტი ეტაპების მონაწილეებად იქცნენ. ყველანი დამატებით დროსა და პენალტების სერიაზე საუბრობენ, არადა, საფრანგეთი თამაშში მხოლოდ უგო ლორისის წყალობით დარჩა, რომელმაც პენალტი მოიგერია. შვეიცარიელები გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ და წესით, მე-60 წუთზე ანგარიში 2:0 უნდა გამხდარიყო. მათ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, მინდორი სიამაყის გრძნობით დაეტოვებინათ. ამასთან, მომეჩვენა, რომ ფრანგები უბრალოდ ერთობოდნენ, არადა, ფეხბურთელს შეუძლია თამაშის მერე გაერთოს და არა – უშუალოდ მატჩისას. ისინი ძალიან მოშვებულნი იყვნენ”.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის მოურინიოს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. პორტუგალიელ მწვრთნელს რომაში დანიშვნამდე, ბენფიკაში, პორტოში, ჩელსიში, ინტერში, რეალში, მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემში უმუშავია.

📺 საფრანგეთი V შვეიცარია [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები