Thumbnail
  • საბერძნეთი 20:8 საქართველო
  • საქართველოს ნაკრები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძოლებს

თბილისში გრძელდება მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, რომელშიც პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და საქართველოს ნაკრები 1/4-ფინალში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, თუმცა დამარცხდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე იაპონიას მოუგო (13:12), მონტენეგროსთან (8:19) და აშშ-სთან (9:13) წააგო, რის შედეგადაც B ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და A ჯგუფის მეორეადგილოსან საბერძნეთს შეხვდა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა და ბერძნებმა ძალიან იოლად გაიმარჯვეს.

საბერძნეთმა საქართველოს იოლად აჯობა და კლასში სხვაობა დიდი იყო

პრაქტიკულად ყველაფერი პირველივე პერიოდში ნათელი გახდა, რომელიც სტუმრებმა 5:1 მოიგეს. ბერძენთა უპირატესობა მეორე პერიოდშიც გაიზარდა (5:2) და თამაშის დარჩენილმა ნაწილმა პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა. საბოლოოდ საბერძნეთმა საქართველოს 20:8 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები კი მსოფლიო ლიგის სუპერფინალში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს და 30 ივნისს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს, მეტოქე კი დღესვე, ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა. საბერძნეთის გარდა, ნახევარფინალში გავიდა აშშ-ს ნაკრები, რომელმაც საფრანგეთი 12:11 დაამარცხა, ხოლო კიდევ ორი მეოთხედფინალური თამაში დღეს გაიმართება: იტალია-იაპონია და ყაზახეთი-მონტენეგრო.

საბერძნეთი 20:8 (5:1, 5:2, 6:1, 4:4) საქართველო

გოლები: 1:0 მურიკისი, 2:0 ფუნტულისი, 3:0 ფუნტულისი, 4:0 მურიკისი, 5:0 დერვისისი, 5:1 შუშიაშვილი, 6:1 გენუდინიასი, 6:2 ელაჩა, 7:2 არგიროპულოსი, 8:2 გკიოვეტსისი, 9:2 გენიდუნასი, 9:3 შუშიაშვილი, 10:3 გენიდუნასი, 11:3 პაპანასტიუსი, 12:3 გკიოვეტსისი, 12:4 ელაჩა, 13:4 არგიროპულოსი, 14:4 სკუმპაკისი, 15:4 კაპოცისი, 16:4 დერვისისი, 16:5 ბითაძე, 17:5 ფუნტულისი, 18:5 ფუნტულისი, 18:6 დადვანი, 19:6 ფუნტულისი, 19:7 ვაპენსკი, 20:7 ფუნტულისი, 20:8 ვაპენსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები