Thumbnail
  • 📅 29 ივნისი | 🏟 გლაზგო | ⌚ 23:00 | ⚽ შვედეთი V უკრაინა
  • შვედეთის ნაკრები ამ წყვილის ფავორტია
  • უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსეული მერვედფინალისტია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის ბოლო დაპირისპირებაში ერთმანეთს შვედეთი და უკრაინა შეხვდებიან. გლაზგოში, "ჰამპტენ პარკზე", ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

შვედებმა ჯგუფურ ეტაპზე შეკრული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. იანე ანდერსონის გუნდმა ესპანეთთან უგოლო მატჩის შემდეგ, ჯერ სლოვაკებს მოუგო, ხოლო შემდეგ პოლონეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა მერვედფინალურ ეტაპზე გასვლა შეძლეს, ამ გუნდისგან გულშემატკივრები ბევრად მეტს ელოდნენ. ნიდერლანდებთან წაგებული მატჩის შემდეგ, შევჩენკოს გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო, თუმცა ავსტრიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა და ჯგუფიდან მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ სხვა მესამეადგილოსნებზე უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა.

სკანდინავიელები კარგ ფორმაში არიან. მათ 8-მატჩიანი წაუგებელი სერი აქვთ. ბოლო 10 შეხვედრიდან კი მხოლოდ ერთხელ, საფრანგეთთან დამარცხდნენ - 2:4. საპირისპიროდ, არცთუ კარგად გამოიყურება უკრაინის ნაკრები. შევჩენკოს გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო. მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე უკრაინამ გოლი ყველა შეხვედრაში გაუშვა, შვედებმა კი 3 თამაშიდან 2-ში კარი მშრალად შეინახეს.

იანე ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მოთამაშეები შევკრიბე და ვუთხარი, რომ იმ მომენტში, იმ ხალხთან ერთად, მსოფლიოს სხვა არცერთ წერტილში მსურდა ყოფნა, გარდა იმ ოთახისა, რომელშიც ვიყავით. უკრაინა კარგი გუნდია. მათ კარგად შეუძლიათ დაცვიდან შეტევაში გადასვლა. ავსტრიის წინააღმდეგ ისინი უენერგიოდ გამოიყურებოდნენ, თუმცა მათ დასვენებისთვის დრო ჰქონდათ".

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

ანდრეი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "შვედეთი ძალიან ორგანიზებული გუნდია და პატივს ვცემ. მათ თამაშის გარკვეული სტილი აქვთ და რასაც აკეთებენ, ძალიან კარგად გამოსდით. მათ ფიზიკურად ძლიერი და გამორჩეული თავდამსხმელები ჰყავთ, რომლებიც იშვიათად აგებენ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებს".  

გუნდების ფორმიდან, ასევე ამ ევროზე ნაჩვენები შედეგიდან და თამაშიდან გამომდინარე, შეგვიძლია შვედები წყვილში ფავორიტებად მივიჩნიოთ, თუმცა არ არის გამორიცხული, უკრაინამ სიურპრიზები შემოგვთავაზოს, მითუმეტეს, შევჩენკოს გუნდს დასამტკიცებელი აქვს, რომ ღირსეული მერვედფინალისტია. 

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს, ბოლოს სკანდინავიელები უკრაინელებს 2012 წელს შეხვდნენ და მაშინ ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. ბოლოს შვედებმა უკრაინელების დამარცხება 2011 წელს შეძლეს - 1:0. ამ გუნდების დაპირისპირებებში სამ გოლზე მეტი არასდროს გასულა.

საინტერესო ფაქტები

⚽ შვედებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 3 მატჩიდან 2-ში კარი მშრალად შეინახეს.

⚽ უკრაინელებმა ამ ევროზე გოლი ყველა შეხვედრაში გაუშვეს.

⚽ იანე ანდერსონის გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ სკანდინავიელებმა ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგეს.

⚽ შევჩენკოს გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.

⚽ ემილ ფორსბერგმა ამ ევროზე 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

⚽ შვედეთმა ტურნირზე სულ 4 გოლი გაიტანა და აქედან სამი ფორსბერგის ანგარიშზეა. 

⚽ უკრაინამ მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე სამ დაპირისპირებაში 5 გოლი გაუშვა. 

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი - ს. ლარსონი, ეკდალი, ოლსონი, ფორსბერგი - ქუასიონი, ისაკი.

უკრაინა (4-1-4-1): ბუშჩანი - კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო -  მალინოვსკი - სიდორჩუკი, ზინჩენკო, იარმოლენკო, იარემჩუკი - ციგანკოვი.  

კომენტარები

ბოლო ამბები