Thumbnail

სერხიო რამოსის კიდევ ერთი მაგარი ვარიანტი - პრობლემა ენის ბარიერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

სერხიო რამოსს, რომელსაც მადრიდის რეალთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 ივნისს ეწურება, თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მოუღია. 35 წლის ესპანელი ფეხბურთელის მსურველ კლუბებს კი მიუნხენის ბაიერნიც მიემატა.

სერხიო რამოსის გერმანულ ვარიანტზე ESPN წერს, რომლის ცნობით, მიუნხენის კლუბი გამოცდილი მცველის ძიებაშია მას შემდეგ, რაც კლუბი დავიდ ალაბამ და ჟერომ ბოატენგმა დატოვეს.

ესპანელი ფეხბურთელის მიუნხენის ბაიერნში გადასვლას ხელი შესაძლოა ენის ბარიერმა და ადაპტაციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალოს, რაც გერმანულ კლუბში აფიქრებთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსით დაინტერესებულნი ასევე არიან მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი, ესპანელი ფეხბურთელი კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

სერხიო რამოსი მადრიდულ კლუბს ახლახან დაემშვიდობა

სერხიო რამოსი მადრიდის რეალში 2005 წელს, სევილიადან გადავიდა და "სამეფო კლუბის" მაისურით, რომლის კაპიტანიც იყო, 671 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 101 გოლი და მიითვალა 40 საგოლე პასი. რამოსმა რეალთან ერთად ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მადრიდული კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები